28 აპრილი 2024,   08:43
ვრცლად
"მონა შოთაძე, მონათმფლობელი ფარცხალაძე და ამათი ყველას ხაზეინი ბიძინა ივანიშვილი" - პროკურატურასთან აქცია გაიმართა

გენერალურ პროკურატურასთან  ზვიად კუპრავამ მხარდამჭერებთან ერთად აქცია-პერფომანსი გამართა. აქტივისტებმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მიუღებელია შოთაძის გენერალური პროკურორის პოსტზე დაბრუნება. 

"მონა შოთაძე, მონათმფლობელი ფარცხალაძე და ამათი ყველას ხაზეინი ბიძინა ივანიშვილი. ეს, ამათივე ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, არის ის "რასკლადი", რაც არის დღეს პროკურატურაში. ამის წინააღმდეგ გამოვდივართ ჩვენ პროტესტით და გოგოების პერფომანსით და საერთო პროტესტით, რაც არის საზოგადოებაში შოთაძის დანიშნვასთნ დაკავშირებით,"-აცხადებს ზვიად კუპრავა. 

"წელიწადნახევრის წინ, ხალხმა შოთაძე გადააყენა იმიტომ, რომ ის იყო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამყალბებელი. ის არის ფარცხალაძის კლანის წევრი, რომელიც არის კრიმინალი, ბოტასების ქურდი. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ცდილობს, სახეში შეაფურთხოს და დააბრუნოს ფარცხალაძე და მისი კლანი,"- აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, ლინა დოლიძე.

 

დღის ამბები