28 აპრილი 2024,   01:48
ვრცლად
რა ხდება უხანში ეპიდაფეთქების პარალელურად - ჩინეთს დახმარება ევროკავშირმა შესთავაზა

ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის სპეციალური კლინიკა ააშენეს. მშენებლობის პროცესი 24 იანვარს დაიწყო და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

სამედიცინო დაწესებულება 1000 პაციენტზეა გათვლილი და ფუნქციონირებას 3 თებერვალს დაიწყებს. უხანში ეპიდემიის გამო კიდევ ერთი საავადმყოფო შენდება.

ეპიდაფეთქების გამო ჩინეთს დახმარება ევროკავშირმა შესთავაზა. 

ჩინეთის საზღვრებს გარეთ ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსმა ფილიპინებზე 44 წლის ჩინეთის მოქალაქე კაცი იმსხვერპლა.

ოფიციალური მონაცემებით, ეპიდაფეთქების შედეგად 304 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ინფიცირების 2600 ახალი შემთხვევაა დაფიქსირდა- ჯამში კორონავირუსს 15 ათასამდე ადამიანი ებრძვის. 

საგანგებო ზომებს იღებს რუსეთიც. ვლადიმერ პუტინმა ჩინეთიდან რუსეთის მოქალაქეების ევაკუირების განკარგულება გასცა.

უხანიდან გავრცელებული ახალ ვირუსი დაუდგინდა ამერიკის შეერთებული შტატების კიდევ ერთ მოქალაქეს. ჯამში სულ 8 ამერიკელია ინფიცირებული. ამის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

ჩინეთში ეპიდაფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო, რაც კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამითაა გამოწვეული. მომაკვიდენებელმა ვირუსმა უკვე 25 ქვეყანაში შეაღწია.

დღის ამბები