27 აპრილი 2024,   23:23
ვრცლად
ჩინეთიდან საქართველოს 2 მოქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს - ისინი კარანტინის პერიოდს საფრანგეთში გაატარებენ

ჩინეთიდან საქართველოს 2 მოქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს. ფრანგულმა მხარემ საქართველოს მოქალაქეების ეპიდემიის ეპიცენტრიდან გამოყვანა საკუთარ თავზე აიღო. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან,  საფრანგეთის დედაქალაქში რამდენიმე საათში დაეშვება. ისინი ორკვირიანი კარანტინის განმავლობაში დარჩებიან იქ, შემდეგ კი საქართველოში ჩამოვლენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის როგორც საფრანგეთს, ასევე თურქეთს. 

საქართველოს სამმა მოქალაქემ კი ევაკუაციაზე უარი თქვა და საკარანტინო ზონაში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში, ვიეტნამსა და მონღოლეთში, არჩილ კალანდია ამბობს, რომ ჩინეთში დარჩენილებს საფრთხე არ ემუქრებათ.

"საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე იქნა ევაკუირებული ქალაქ უხანიდან. ამჟამად, თვითმფრინავი მიემართება საფრანგეთისკენ და ისინი საკარანტინო პერიოდს ორი კვირის განმავლობაში გაატარებენ საფრანგეთში. ვინც დარჩნენ და ვინც რჩებიან ჩინეთის ტერიტორიაზე, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების და სანიტარული ზომები და მაქსიმალურად მოერიდონ ქალაქიდან ქალაქში გადაადგილებას და პირბადის გარეშე ქუჩაში სიარულს,“ - განაცხადა არჩილ კალანდიამ. 

 

ავტორი: დავით ცაგარელი 

დღის ამბები