28 აპრილი 2024,   03:16
ვრცლად
გიგი უგულავას საქმეზე საერთაშორისო გამოხმაურებები გრძელდება  - ევროპელი ლიდერები დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე საუბრობენ

გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპელი პარტნიორების მხრიდან გამოხმაურებები გრძელდება.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი "ტვიტერზე" წერს, რომ უზენაესი სასამართლოს განაჩენი კითხვებს აჩენს და არსებული გარემოებები ხელს უშლის პოლიტიკური დიალოგის განვითარების პროცესს.

შეშფოთებას გამოთქვამენ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "განახლებული ევროპის" წევრებიც. ისინი ხაზს კანონის უზენაესობასა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის აუცილებლობას უსვამენ.

ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციასთან დიალოგში საფუძვლიანად ჩართვისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები