28 აპრილი 2024,   06:57
ვრცლად
არ შეიძლება მოლაპარაკებას აწარმოებდე და ერთ-ერთ მონაწილეს ციხეში ამწესებდე - ლევან ბეჟაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს. 

ბეჟაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია და 4 აპრილის აქციისთვის მზადება. 

"მოლაპარაკებების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა ეკისრება "ქართულ ოცნებას" და ივანიშვილის ხელისუფლებას, იმიტომ, რომ არ შეიძლება მოლაპარაკებას აწარმოებდე და მოლაპარაკების ერთ-ერთ მონაწილეს ციხეში ამწესებდე აბსოლუტურად უკანონოდ, პოლიტიკური დევნის გამო.

ამიტომ, ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია დროული კონსოლიდაცია. დანიშნულია კონკრეტული თარიღი, 4 აპრილი, სადაც პოლიტიკურმა პარტიებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ხელისუფლებას ხალხის ძალა ხალხთან ერთად უნდა ვაჩვენოთ," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

დღის ამბები