27 აპრილი 2024,   23:43
ვრცლად
უხარისხოდ ჩატარებული ნაპირსამაგრი სამუშაოები აჭარაში - ენმ აუდიტის სამსახურს საკითხით დაინტერესებას სთხოვს

დაუსრულებელი და უხარისხოდ ჩატარებული ნაპირსამაგრი სამუშაოები - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობა" აჭარაში, სარფის და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ჩატარებულ სამუშაოებს.

ოპოზიციონერი დეპუტატი გია აბულაძე ამბობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა პროექტი არ დასრულებულა და რაც გაკეთდა, უსიც უხარისხოდ არის შესრულებული.

სანაპირო ზოლის გამაგრება, ასევე ითვალისწინებდა სპეციალური მილების დამონტაჟებას, რომლითაც ინერტული მასალების გატარება უნდა მომხდარიყო, თუმცა ის ამ დრომდე არ გაკეთებულა.

"ნაციონალური მოძრაობა" მიმართავს აუდიტის სამსახურს, დროულად შეისწავლონ აღნიშნული პროექტის ფინანსური და ტექნიკური მხარე. მათი თქმით, პროექტთან დაკავშირებით იკვეთება კითხვის ნიშნები, როგორც ხარისხის, ასევე თანხების არასწორად გამოყენების კუთხით.

დღის ამბები