28 აპრილი 2024,   09:39
ვრცლად
სოფელ ძველ აბაშაში 40 წლამდე მამაკაცს ხე დაეცა და გარდაიცვალა

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში 40 წლამდე მამაკაცს ხე დაეცა, რის შედეგადაც საავადმყოფოში დაიღუპა.

"კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცი მეზობლის სახლში ხეს ჭრიდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. გარდაცვლილს ცოლი და ორი შვილი ჰყავს.

გამგებლის, მურთაზ ჯალაღონიას თქმით, მას შინაგანი ორგანოები ჰქონდა დაზიანებული.  დაშავებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

დღის ამბები