17 თებერვალი 2020,   01:49
ვრცლად
არ შეიძლება გამტყუნებული ადამიანი დეპუტატის მანდატს ატარებდეს - გიორგი ვოლსკი ნიკა მელიაზე

ნიკა მელიას საქმეზე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მსჯელობის საკითხზე, უმრავლესობაში წინასწარი პროგნოზები აქვთ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, საკონსტიტუციო სასამართლოსგან ნიკა მელიასთვის კვლავ გამამტყუნებელ განაჩენის გამოტანას ელოდებიან. 

"რეგლამენტი, პირველი გამამტყუნებელი განაჩენისთანავე იმუნიტეტის მოხსნას ითვალისწინებს. ვინაიდან არ შეიძლება გამტყუნებული ადამიანი დეპუტატის მანდატს ატარებდეს. თუკი სხვა ინსტანციამ გაამართლა შეიძლება აღიდგინოს თავისუფლებები ან მიიღოს სრული კომპენსაცია განაცდურისათვის," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, პარლამენტის გადაწყვეტილება ნიკა მელიას საკითხზე აბსოლუტურად კონსტიტუციური იყო.

"დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, როდესაც ამ საკითხზე იმსჯელებს გამოიტანს სწორედ იმ გადაწყვეტილებას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. კერძოდ ის, რომ პარლამენტის მიერ მელიას მიმართ მიღებული გადაწყვეტილება იყო კონსტიტუციური. ეს დროის საკითხია და ძალიან მალე საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს," - განაცხადა გიორგი კახიანმა.

დღის ამბები