26 აპრილი 2024,   09:37
ვრცლად
ყველა უსაფუძვლო კრიტიკას დასაბუთებული პასუხი გაეცემა - გიორგი გახარია პარტნიორების გზავნილებზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარტნიორების გზავნილებს ამჯერად მიუნხენიდან გამოეხმაურა, სადაც უსაფრთხოების კონფერენცია იმართება.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში, რომლებიც შენიშვნებთან ერთად, დემოკრატიზაციის თვალსაზრისით საქართველოს პროგრესსაც აღნიშნავენ.

"არჩევნების წელია, სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ პოლიტიკური ძალები ყველა ინსტრუმენტს იყენებენ, როგორიცაა მაგალითად ქვეყნის საგარეო მიმართულებისა და კომპონენტის ჩართვას შიდა პოლიტიკურ პროცესებში.

ასევე სამწუხაროა, რომ ეს პროცესი ახლა გამწვავებულ ფაზაშია შესული, მინდა აღვნიშნო, რომ ყველა სამართლიან კრიტიკას ხელისუფლება შესაბამისად შეაფასებს, უსაფუძვლო კრიტიკას კი დასაბუთებული პასუხი გაეცემა," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები