26 აპრილი 2024,   11:04
ვრცლად
ადვოკატის თქმით, ოქრუაშვილთან მიმართებაში წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადის დარღვევას აპირებენ

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი საქმის შეწყვეტისა და ბრალდების მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობას დააყენებს. საუბარია ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე.

აღნიშნულ საქმეში ოქრუაშვილთან ერთად ბრალდებულია ზურაბ ადეიშვილიც - მათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალი რამდენიმე დღის წინ წარედგინათ. ადვოკატი პროცესების უკანონოდ და დაჩქარებული წესით მიმდინარეობაზე საუბრობს.

"როგორც ჩანს 9 თვიანი ვადის კიდევ გაგრძელება უნდათ და ამით კონსტიტუციის მოთხოვნის დარღვევაც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფეხქვეშ გათელვაც და ასე უსამართლოდ მიდის ეს პროცესი. რაც შეეხება მტკიცებულებებს შემიძლია ვთქვა, რომ ფალსიფიცირებული 2 მოწმის ჩვენების გარდა, რომელთაც ევაჭრებიან თავისუფლების სანაცვლოდ ჩვენების მიცემას, არაფერი საქმეში არ არსებობს. გვექნება გარკვეული შუამდგომლობები ბრალდების მტკიცებულებების დაუშვებლობასთან და საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით," - განაცხადა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული 20-21 ივნისის საქმეზე.

დღის ამბები