26 აპრილი 2024,   10:47
ვრცლად
ლევან კობერიძის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" მოლაპარაკებებს მართავს

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრ ლევან კობერიძის განცხადებით, მის ფრაქციას "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალური მოლაპარაკები არ ჰქონია და არც შემოთავაზება მიუღია.

კობერიძის თქმით, მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებზე მხოლოდ სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად დასხდებიან. ისინი ემხრობიან მანდატების გადანაწილების ფორმულას- 100/ 50. თუმცა, სთავაზობენ მმართველ პარტიას, რომ არჩევნები გახდეს სავალდებულო.

გარდა ამისა, კობერიძის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" მოლაპარაკებებს მართავენ.

მას შემდეგ, რაც ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მაგიდაზე აღარ ჯდება, "ოცნებამ" პარტიებთან ინდივიდუალური დიალოგი დაიწყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უმრავლესობა უკვე შეხვდა რამდენიმე პოლიტიკურ ძალას.

 

დღის ამბები