27 აპრილი 2024,   23:22
ვრცლად
გამოსახლების პრობლემა საქართველოში - EMC საკანონმდებლო ცვლილების გატარებამდე გამოსახლებაზე მორატორიუმს ითხოვს

გამოსახლება საქართველოში არაერთი ოჯახის პრობლემად რჩება. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" დაკვირვებით გამოსახლების პროცესში უხეშად ირღვევა ადამიანების უფლებები.

მათი შეფასებით, საცხოვრისიდან გამოსახლება არ შეიძლება გახდეს ადამიანის უსახლკარობის მიზეზი, სახელმწიფო ასეთ დროს უნდა ითვალისწინებდეს გამოსახლების საერთაშორისო სტანდარტებს.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში 1300-ზე მეტი განცხადება შევიდა გამოსახლებაზე. უშუალოდ გამოსახლების პროცესში ირღვევა ადამიანის უფლებები და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები. გამოსახლება ხდება ზამთარში. გარდა ამისა ზოგადად სახელმწიფო პრევენციას არ ატარებს, რომ გამოსახლებამდე არ მივიდეს საქმე და გამოსახლებულ ადამიანებსაც უპატრონოდ ტოვებს. ჩვენი მოთხოვნა არის მორატორიუმი გამოსახლებაზე, ვიდრე საკანონმდებლო რეფორმები არ გატარდება," - აღნიშნა "ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრის" სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა კოტე ერისთავმა.

დღის ამბები