28 აპრილი 2024,   03:01
ვრცლად
9 რელიგიური ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - საკონსტიტუციო სასამართლო დღეს განხილვას იწყებს

9 რელიგიური ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. არიან თუ არა რელიგიური კონფესიები თანაბარ პირობებში? - საკონსტიტუციო სასამართლო დღეს ამ საკითხის განხილვას იწყებს.

მოსარჩელე მხარე, ანუ საპატრიარქოს გარდა 9 რელიგიური ორგანიზაცია, განმარტავს, რომ სახელმწიფო ქონების შეძენის კუთხით პრივილეგიებით მხოლოდ საპატრიარქო სარგებლობს და სხვა დომინანტი რელიგიები უთანასწორო პირობებში იმყოფებიან.

"არადომინანტი რელიგიური ორგანიზაციები და საქართველოს საპატრიარქო უთანასწორო პირობებში იმყოფებიან. საპატრიარქოს აქვს პრივილეგიები სახელმწიფო ქონების შეძენასთნ დაკავშირებით, რა უფლებებითაც ვერ სარგებლობენ სხვა ორგანიზაციები. ყველა ორგანიზაცია თანასწორია და შესაბამისად ჩვენც, ეს უთანასწორობა უნდა აღმოიფხვრას," - აცხადებს იურისტი ანზორ ხატიაშვილი.

დღის ამბები