26 აპრილი 2024,   10:44
ვრცლად
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ ვიდეორეკომენდაციებს საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში ავრცელებს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ ვიდეორეკომენდაციებს საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

რეკომენდაცია მოიცავს კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას და პრევენციულ ზომებს, თუ რა უნდა გაკეთდეს მისი თავიდან ასაცილებლად. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსი გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ძირითადად ინფიცირებულთან ახლო კონტაქტის შემდეგ.

რეკომენდაციები ასეთია: რესპირატორული ინფექციების მქონე ადამიანებთან კონტაქტისგან თავის არიდება, ხელების ხშირი დაბანა, ქუჩაში ცხოველებთან ან/და ფერმერებთან დაუცველი კონტაქტის თავის არიდება; აუცილებელია რესპირატორული ინფექციის მქონე პაციენტმა გამოიყენოს ნიღაბი, მიმართოს ექიმს და მოუყვეს ბოლო მოგზაურობის ისტორია.

დღის ამბები