26 აპრილი 2024,   10:55
ვრცლად
ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ბოლონიის რეისის ორი მგზავრი შესამოწმებლად გადაიყვანეს

ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ბოლონიის რეისის ორი მგზავრი ეკიპირებულმა პირებმა  სპეციალური ავტომობილით შესამოწმებლად წაიყვანეს.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი "კურიერთან" საუბარში აცხადებს, ერთი პირი იყო სამხედრო, რომელიც იმყოფებოდა ბოლონიაში რისკ ზონაში და ის გორში გადაიყვანეს. მისივე ინფორმაციით, მას ტემპერატურა არ ჰქონდა.

მეორე მგზავრი კი ასევე ბოლონიიდან ჩამოვიდა, მას დაუფიქსირდა ტემპერატურა 37,5 და უსაფრთხოების მიზნით, ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

აღნიშნულ რეისზე სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ექიმები ყველა პაციენტს ამოწმებენ და მათ მონაცემებს იწერენ.

აღნიშნული რეისით სულ 97 მგზავრი ჩამოფრინდა.

დღის ამბები