26 აპრილი 2024,   10:20
ვრცლად
COVID-19 - ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს საეჭვო კონტაქტების შემთხვევაში დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს

საეჭვო კონტაქტების შემთხვევაში, მოქალაქეებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა ითანამშრომლებს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ვირუსთან გამკლავება შედარებით მარტივი იქნება.

"მაქვს ძალიან დიდი თხოვნა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ ეჭვი, რომ ჰქონდათ ინფიცირებულ პერსონასთან ურთიერთობა, თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან, დარეკონ იმ ცხელ ხაზზე, რომელიც მოწოდებულია. ჩვენი სპეციალისტები მივლენ ადგილზე, შეავსებენ კითხვარს, რის შედეგადაც ჩვენ გვექნება ინფორმაცია სარისკო ფაქტის შესახებ და გარდა სარისკო ფაქტისა, ჩვენ შეიძლება დავგეგმოთ შემდგომი პრევენციული ღონისძიებები," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები