30 აპრილი 2024,   20:22
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, ვის არ შეეხება საქართველოში შემოსვლის აკრძალვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განამრტა, ვის არ შეეხება საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, აღნიშნულ ვითარებაში იარსებებს გამონაკლისები.

"ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში შემოსვლა იკრძალება. იქნება, რა თქმა უნდა, გარკვეული გამონაკლისები. ეს შეეხებათ, პირველ რიგში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს და მათ ოჯახებს. ასევე, შერეულ ოჯახებს, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე არის საქართველოს მოქალაქე, ეს არის მეუღლე ან არასრულწოვანი შვილი. ამავე დროს, ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებს, თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა: ექიმები, მოხალისეები, ასევე სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის და საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებს. რა თქმა უნდა, ოფიციალური დელეგაციების საკითხი გადაწყდება ყოველი შემთხვევისთვის ინდივიდუალურად," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღის ამბები