26 აპრილი 2024,   09:55
ვრცლად
კლინიკიდან გაწერილი, გამოჯანმრთელებული პაციენტი ორკვირიან თვითიზოლაციაში იქნება - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა არ გაზრდილა და კორონავირუსის 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. მისივე ინფორმაციით, გვიან ღამით ლუგარიდან14 ანალიზის პასუხებს ელოდებიან. თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის შემთხვევები ქვეყანაში გაიზარდოს. 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული N1 პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელდა, ორკვირიან თვითიზოლაზიაში გადავა.  

"ამ წუთში, ჩვენს კლინიკაში წევს 45 პაციენტი. ინფიცირებულების რაოდენობა ამ მომენტისთვის შეცვლილი არ არის. ქვეყანაში არის 33 ინფიცირებული პაციენტი, ამათგან 28 პაციენტი წევს ჩვენთან, დანარჩენები არიან სხვადასხვა კლინიკებში. სამი წევს საჩხერეში, 2 იმ კლინიკებში, რომლებიც ჩვენთან ერთად მიმღებად არის დასახელებული, სულ არის 33 პაციენტი.

გუშინდელს შემდეგ არ შეცვლილა ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა. რაც შეეხება მდგომარეობას, პირველი პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელდა და გაწერა ცოტა გაგვიჭიანურდა, დღეს გაეწერა. ველოდებოდით განმეორებითი გამოკვლევის პასუხს. დღეს განმეორებითი პასუხით ლუგარის ლაბორატორიიდან მოვიდა უარყოფითი, პაციენტი გაეწერა.

ზოგ ქვეყანაში, პაციენტებს რომლებიც ითვლება გამოჯანმრთელებულად, წერენ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ის განკურნებულია და თავისუფალია. ჩვენთან შევიმუშავეთ ასეთი წესი, რომელიც სავარაუდოდ, უფრო სწორია.

ეს პაციენტი ორი კვირის მანძილზე იქნება თავის ბინაზე თვითიზოლაციაში. ის არ გავა არც სამსახურში, არც შევა კონტაქტში სხვებთან. ამის საფუძველი მოგვცა ჩინურმა გამოცდილებამ, სადაც რამდენიმე ასეული პაციენტი, რომელიც ეგონათ გამოჯანმრთელებული და გაეწერა, შემდეგ აღენიშნათ სიმპტომები ხელახლა და შეაბრუნეს კლინიკებში. იქ ჯერ არ იციან, ეს იყო არა ბოლომდე გამოჯანმრთელება, იყო ვირუსის მატარებელი თუ ხელახლა დაინფიცირდნენ. სანამ ეს არ იციან და არ დაგვიდგენია, ჩვენ ვიჩენთ სიფრთხილეს," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება მესამე პაციენტს, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ხვალ მას განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, კლინიკას დატოვებას. 

"მესამე პაციენტს ჰქონდა უარყოფითი. ხვალ განმეორებითი ტესტი იქნება ჩატარებული და ძალიან დიდი ალბათობით, ვინაიდან პაციენტს არავითარი კლინიკური ნიშანი არ აღენიშნება და პირველი მკაფიოდ უარყოფითი იყო, მოველით, რომ მეორეც იქნება უარყოფითი და ხვალ დატოვებს კლინიკას,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები