28 აპრილი 2024,   00:12
ვრცლად
ოლიმპიადა წელს ტოკიოში აღარ ჩატარდება - ღონისძიებები 1 წლით გადადეს

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორების განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიებები 1 წლით გადაიდო, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ დაადასტურა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გადადებას დათანხმდა. 

"ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბახი დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას, დაახლოებით 1 წლით გადაგვედო სპორტული ღონისძიებები," - განაცხადა აბემ. 

2020 წლის ოლიმპიადა 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამართულიყო. 

 

დღის ამბები