26 აპრილი 2024,   10:54
ვრცლად
მოწყალე უფალო მოხედე კაცობრიობას, რომელსაც შიში და ტკივილი დაეუფლა - რომის პაპი

თითქმის 600 ათასი ინფიცირებული და 27 ათასზე მეტი დაღუპული - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო სტატისტიკა. 

საგანგაშოა მდგომარეობაა იტალიაში, სადაც ბოლო 24 საათში 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სულ იტალიაში გარდაცვალების 9 ათას 134 შემთხვევაა, ხოლო ინფიცირების შემთხვევებმა 86 ათას 500-ს გადააჭარბა. იტალიაში გარდაცვლილია 51 მედიკოსი, ინფიცირებულია 6 ათასი. 

რომის პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე ლოცვა მარტომ წაიკითხა.

"კორონავირუსმა ყველა ერთ გემზე მოაქცია. ეს კრიზისი არის სოლიდარობის ტესტი და მთავარი ღირებულებების გახსენების შესაძლებლობა. მოწყალე უფალო მოხედე კაცობრიობას, რომელსაც შიში და ტკივილი დაეუფლა," - აღნიშნა  რომის პაპმა.  

დღის ამბები