26 აპრილი 2024,   10:31
ვრცლად
სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარება გრძელდება - კახა კალაძემ კამპანიაში ჩართულ ადამიანებს მადლობა გადაუხადა

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის პირველადი საჭიროების ნივთებითა და საკვებით უზრუნველყოფის კამპანია გრძელდება.

საქველმოქმედო ფონდი "ქართული გალობა" და კომპანია "შილდა" 1000-ს ოჯახს დაეხმარება. ადგილზე იმყოფებოდა დედაქალაქის მერიც. კახა კალაძემ კამპანიაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა:

"კომპანია "შილდამ" გადმოგვცა შესაბამისი პროდუქტები, რომლის მიწოდებაც დღესვე დაიწყება თბილისის ათივე რაიონში. ძალიან დიდია ბიზნესის მხრიდან გამოთქმული სურვილი ჩაერთონ ამ ღონისძიებებში," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები