26 აპრილი 2024,   09:30
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით 7 პაციენტი მკურნალობს

ბოჭორიშვილის კლინიკაში დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობა წინა დღესთან შედარებით ორით გაიზარდა. ამჟამად საავადმყოფოში 7 დადასტურებული ფაქტია. ყველა მათგანის მდგომარეობას ექიმები დამაკმაყოფილებლად მიიჩნევენ.

"ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება 14 პაციენტი, აქედან 7-ს აქვს დადასტურებული "კოვიდ 19". რაც შეეხება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, დადებითი დინამიკა გვაქვს.

2-ის პასუხს ველოდებით და არის 3 ახალი შემთხვევა, რომელთა ანალიზსაც აიღებენ და დღის მეორე ნახევარში, ან ხვალ დილით გვეცოდინება პასუხი," - განაცხადა ინფექციონისტმა თამარ სოკოლოვამ.

დღის ამბები