26 აპრილი 2024,   10:54
ვრცლად
გამოყოფილი 2 მილიარდი ლარიდან, 460 მილიონი სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას უნდა მოხმარდეს - ბექა ნაცვლიშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, COVID-19-ის პანდემიის გამო დიდმა ქვეყნებმა სასურსათო ექსპორტი შეაჩერეს, რაც საქართველოსთვის პრობლემებს შექმნის, რადგან იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებიც იმპორტზე არიან დამოკიდებულნი. ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ გამოსავალი სოფლის მეურნეობის სუბსიდირებასა და სტიმულირებაშია.

"დიდმა ქვეყნებმა, რომელთათვისაც ძალიან რთულია გამოიცნონ, თუ რა მასშტაბი და ხანგძლივობა ექნება პანდემიას, უკვე გადადგეს ნაბიჯები, რაც გულისხმობს სასურსათო პროდუქტის ექსპორტის შეჩერებას. ამის შედეგად, ეს პრობლემა ყველაზე უფრო აწვება ისეთ ქვეყნებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან სასურსათო იმპორტზე, ასეთია, მაგალითად, საქართველო. ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების გასამკლავებლად გამოყოფილი 2 მილიარდი ლარიდან, რომელიც მთავრობამ დააანონსა, 460 მილიონი უნდა წავიდეს სოფლის მეურნეობის სუბსიდირებასა და სტიმულირებაზე,"- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები