31 მაისი 2020,   07:41
ვრცლად
დარჩი სახლში და იცეკვე სუხიშვილებთან ერთად - ცეკვის აკადემია დისტანციურ სწავლებას იწყებს

დარჩი სახლში და იცეკვე სუხიშვილებთან ერთად - პანდემიის გამო ანსამბლის ბაზაზე არსებული ცეკვის აკადემია დისტანციურ სწავლებას იწყებს.   

ცეკვის ვიდეოგაკვეთილები სპეციალურად შექმნილ ინტერნეტპორტალზე Sukhishvili.Tv განთავსდება და იქ ნებისმიერ მსურველს წვდომა რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეეძლება.

პედაგოგებმა პროგრამა სხვადსხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის მოამზადეს. ჯუთა, ქისტური, ოტობაია და ცეკვა ქართული - სუხიშვილების მთელი საკონცერტო პროგრამა დისტანციურად.

პანდემიის დასრულების შემდეგ დისტანციური სწავლების ფორმატი შენარჩუნდება და სუხიშვილების ონლაინკურსი ხელმისაწვდომი იქნება როგორც საქართველოს, ისე ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ქართველი ემიგრანტებისთვის.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი 


 

დღის ამბები