10 მაისი 2024,   16:38
ვრცლად
საქართველოში COVID-19 კიდევ ექვსმა პაციენტმა დაამარცხა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამ ეტაპზე COVID-19 უკვე 221-მა პაციენტმა დაამარცხა. ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

სულ ამ დროისთვის ​კორონავირუსის 589 დადასტურებული შემთხვევაა. გარდაცვლილია - 9.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5,260 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 553 პირი რჩება.

დღის ამბები