10 მაისი 2024,   21:23
ვრცლად
ბათუმში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჭურვი იპოვეს

ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ჭურვი იპოვეს. ჯავახიშვილის ქუჩაზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები საცხოვრებლის დასალაგებლად მივიდნენ, რა დროსაც კოროზირებული საბრძოლო ჭურვი აღმოაჩინეს.

სახლში ხანდაზმული მამაკაცი ცხოვრობს, ის დაკითხვაზე გადაიყვანეს.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც საბრძოლო იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

დღის ამბები