28 აპრილი 2024,   09:13
ვრცლად
The New York Times საქართველოში შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის ამუშავების გეგმას ეხმაურება

The New York Times საქართველოში შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის ამუშავების  შესახებ სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში დაწვრილებითაა მიმოხილული შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი, რაც საქართველოს დიდ ქალაქებში საავტომობილო მოძრაობაზე არსებული შეზღუდვების მოხსნას გულისხმობს. ასევე, გავლენიანი გამოცემა განიხილავს ეკონომიკის გახსნისა და ტურიზმის ამუშავების გეგმას, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს მთავრობამ გუშინ, 7 მაისს გამართა. 

"აქამდე მსოფლიო გვიცნობდა, როგორც სტუმარტმასპინძლობის უძველესი ტრადიციების ქვეყანას. დადგა დრო, როცა მსოფლიომ უნდა გვაღიაროს, როგორც უსაფრთხო ტურისტული ქვეყანა"- ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

"კორონავირუსმა მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოში უპრეცედენტო აღმავლობის გზაზე მდგარ ტურიზმს - სექტორს, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავდა.

2019 წელს საქართველომ უმასპინძლა 5 მილიონ ტურისტს, ანუ 7%-ით მეტს წინა წლის მონაცემებთან შედარებით. შარშან შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობებიდან შეადგინა 3,3 მილიარდი დოლარი, ხოლო ამ სექტორის წილი ქვეყნის მთლიან პროდუქტში იყო 11,5%,"- წერს გამოცემა.

დღის ამბები