26 აპრილი 2024,   09:58
ვრცლად
სანახევროდ შესრულებული შეთანხმება არ განიხილება, ოპოზიცია გადაწყვეტილების მიღებისას ერთსულოვანი იყო - დავით ბაქრაძე

ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების შესასრულებლად ყველა ბერკეტის გამოყენებას აპირებს. ორსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მიმდინარეობდა, ხელისუფლების ოპონენტები იმ ერთობლივი განცხადების შესახებ საუბრობენ, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციურმა უმრავლესობამ ბოიკოტის რეჟიმში დარჩენა გადაწყვიტა. 

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია საერთო გადაწყვეტილების მისაღებად ერთსულოვანი იყო. მისვე თქმით, მხოლოდ იმის შემდეგ შეცვლის ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმს, რაც ხელისუფლება ორი პირობის შესასრულებლად ქმედით ნაბიჯებს გადადგამს. 

"ოპოზიციის მხრიდან სანახევრო შესრულებული შეთანხმება არ განიხილება და ჩვენ ვიყავით ერთსულოვნები იმაში, რომ ორივე პირობა რომელიც შეთანხმებაში დევს, უნდა შესრულდეს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება ამისათვის ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, გაიხსნება პოლიტიკური სივრცე იმისათვის, რომ ოპოზიციამ ბოიკოტის შეცვლის ან ხმის მიცემის შესაძლებლობა განიხილოს,"- აღნიშნა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ. 

დღის ამბები