09 მაისი 2024,   10:24
ვრცლად
ვენაში მოქალაქეებს 25 ევროს ღირებულების ვაუჩერებს დაურიგებენ, რომელსაც კაფეებში, რესტორნებსა და ყავის მაღაზიებში გამოიყენებენ

ავსტრიის დედაქალაქის ხელისუფლება, ივნისის შუა რიცხვებიდან მოქალაქეებს 25 ევროს ღირებულების ვაუჩერებს დაურიგებს. მათი გამოყენება ქალაქის კაფეებში, რესტორნებსა და ყავის მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.

ამგვარად ქალაქის ხელისუფლებას სურს დაეხმაროს საზოგადოებრივი კვების სფეროს, რომელმაც ორთვიანი კარანტინის გამო დიდი ზარალი განიცადა. ქალაქმა ამ პროგრამისთვის 40 მილიონი ევრო გამოყო.

მარტო მცხოვრები მოქალაქე 25 ევროს ვაუჩერს მიიღებს, ოჯახებს კი 50 ევროიანი ვაუჩერები ერგებათ. მათი გამოყენება სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი, თუმცა ალკოჰოლის შეძენა ამ ვაუჩერებით არ შეიძლება. 

დღის ამბები