26 აპრილი 2024,   10:45
ვრცლად
მთავრობას პარლამენტის გარეშე შეზღუდვების დაწესება დროებით და 15 ივლისამდე შეეძლება - კანონპროექტის საბოლოო ვერსიას ოპოზიცია მხარს არ უჭერს

მთავრობას პარლამენტის გარეშე შეზღუდვების დაწესება კონკრეტულ ლოკაციებზე დროებით და 15 ივლისამდე შეეძლება - ასეთია კანონპროექტის საბოლოო ვერსია.

ის ორი მოსმენით უკვე განხილულია და ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი მესამე მოსმენით გავა. დღესვე იქნება კენჭისყრაც. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა კანონპროექტს არ ექნება.

"შეზღუდვები, რომელიც კონსტიტუციურ უფლებებს ეხება, ხშირ შემთხვევაში პარლამენტში და პარლამენტის ზედამხედველობით უნდა წყდებოდეს. თუმცა ეს ასე არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია რომ დისკუსიაში მონაწილეობა არ ღირს და შესაბამისად, არ ვთვლით სწორად ამგვარად კანონის მიღებას,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე გიგი წერეთელი. 

რომან გოცირიძე კი ამბობს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება წინასაარჩევნო პერიოდში, საფრთხეს შეიცავს. 

"კანონპროექტი, რომელიც ძალიან საშიში იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის და შეიძლებოდა იგი რეპრესიულად გამოყენებულიყო პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით საფრთხეს კი შეიცავდა მისი ამოქმედება წინასაარჩევნო პერიოდში - დღეს მნიშვნელოვნად მოხდა მისი მოდიფიცირება მიუხედავად ამისა მაინც არის სერიოზული ხარვეზები და პირველ რიგში არის პრობლემა მისი კონსტიტუციასთან შესაბამისობისა. ამ ყველაფერზე კი მმართველმა გუნდა პასუხი უნდა აგოს პოლიტიკურად და სამართლებრივად,"- აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ. 

დღის ამბები