26 აპრილი 2024,   09:32
ვრცლად
ოპოზიციის ერთ ნაწილს საერთოდ არ აწყობს, რომ ჩვენ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები - სოფო კილაძე

"ქართულმა ოცნებამ" ლობისტური ჯგუფის დახმარებით საერთაშორისო პარტნიორებს განცხადებით მიმართა. წერილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მასში აღნიშნულია, რომ ქართული ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე დაიდო. ეს კი უკიდურესი უპასუხისმგებლობაა.

მმართველი პარტია წერს, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, სხვა პარტიებთან ერთად უნდა დაასრულონ მუქარები, ბოიკოტი და პოლიტიკური თამაში.

"ქართული ოცნება" მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ დაადასტურონ მხარდაჭერა ახალი საარჩევნო სისტემის მიმართ და დაჟინებით მოუწოდონ რადიკალურ ოპოზიციას, ქართული დემოკრატიისთვის ამ საკვანძო ნაბიჯს ძირი არ გამოუთხარონ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის
სოფო კილაძის განცხადებით, ოპოზიციას არ აწყობს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და სწორედ ამიტომ დაიხიეს უკან.

"ოპოზიციის ერთ ნაწილს საერთოდ არ აწყობს, რომ ჩვენ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და არჩევნები ჩატარდეს იმ მოდელით, რომელ მოდელსაც მათ თანხმობა მისცეს 8 მარტის შეთანხმებისას. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ და არჩევნებიც ისე ჩავატაროთ, როგორი პირობაც ჩვენ გავეცით,"- განაცხადა სოფო კილაძემ.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები ვერ მოიხსნიან პასუხისმგებლობას რაც მათ 8 მარტის შეთანხმების დროს დაეკისრათ.

"ოპოზიციური ჯგუფები ვერ მოიხსნიან იმ პასუხისმგებლობას რაც მათ აკისრიათ. შეთანხმება შედგა ჩვენი მხრიდან ეს შეთანხმება სრულად შესრულდება, რადგან ჩვენ დავაინიცირეთ პროექტი ამ პროექტის განხილვაც უნდა დაიწყოს,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები