28 აპრილი 2024,   05:03
ვრცლად
გაზ-გასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

ამაშუკელის ქუჩაზე მომხდარის აფეთქების შედეგად დაშავებული 48 წლის მამაკაცი, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განმარტებით, პაციენტს სხეულის 25 პროცენტი აქვს დამწვარი. მას დაზიანებული აქვს სასუნთქი გზებიც.

პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე, თუმცა სტაბილური რჩება. დაშავებული გაზ-გასამართ სადგურზე მუშაობდა.

დღის ამბები