26 აპრილი 2024,   09:59
ვრცლად
ბოლნისის მოსახლეობის მონიტორინგი გრძელდება - მუნიციპალიტეტში 10 პირის ლაბორატორიული კვლევის შედეგს ელოდებიან

ბოლნისში პასუხებს ელოდებიან - მუნიციპალიტეტიდან ეპიდემიოლოგებმა 10 ბიოლოგიური მასალა უკვე აიღეს და შედეგები დღეს გახდება ცნობილი. ადგილზე გუშინ არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა. მუშევანში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 75 შეადგენს.

ბოლნისის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სადაც სოფლები გეტა და მუშევანი ამ დრომდე ჩაკეტილია, მედიკოსები ადგილობრივებს ყოველდღიურად ამოწმებენ.

რაც შეეხება ქვემო ქართლის კიდევ ერთ მუნიციპალიტეტს, თეთრიწყაროს, რომელიც ასევე ჩაკეტილი რჩება - სავარაუდოდ, შეზღუდვები დასახლებაში ხვალიდან მოიხსნება.

დღის ამბები