26 აპრილი 2024,   09:45
ვრცლად
ევროპაში კორონავირუსი 39 000-ზე მეტმა მოქალაქემ ვერ დაძლია

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსი კვლავ დაუძლეველი პრობლემაა. ევროპაში ვირუსი 39 ათასზე მეტმა ადამიანმა ვერ დაძლია.

ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი გარდაცვლილი დიდ ბრიტანეთშია.

მძიმე ვითარებაა, ესპანეთსა და იტალიაში. თუმცა, ორივე ქვეყანაში ახალი ინფიცირებულების რიცხვი ბოლო დღეებია იკლებს.

იტალიაში ბოლო 24 საათში 178 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო სამი თვის განმავლობაში, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რაც შეეხება ესპანეთს, გუშინ კორონავიურუსის შედეგად აქ არავინ გარდაცვლილა.

გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ფერნანდო სიმონი აცხადებს, რომ ბოლო 24 საათში კარგი სტატისტიკა დაფიქსირდა ქვეყანაში.

"ბოლო 24 საათის მონაცემებით, გვაქვს კარგი სტატისტიკა, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუკი არსებულ ვითარებას შევინარჩუნებთ, დარწმუნებული ვარ ქვეყანა კრიზისიდან უფრო სწრაფად დააღწევს თავს,"- განაცხადა ფერნანდო სიმონმა.

დღის ამბები