30 აპრილი 2024,   13:11
ვრცლად
ძალიან ბევრი კითხვაა - ირმა ნადირშვილი გიორგი გაბუნიას საქმეზე სპეცსამსახურებს აკრიტიკებს

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის საკითხს "ევროპული საქართველოს" წევრი, "რუსთავი2"-ის ყოფილი ჟურნალისტი ირმა ნადირაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა.

ირმა ნადირაშვილის შეფასებით, სპეცსამსახურები თავისი პირდაპირი მოვალეობით არ არიან დაკავებული და იმის ნაცვლად, რომ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იზრუნონ და დამნაშავეებს უთვალთვალონ, თვალყურს მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს ადევნებენ.

"ის რომ გიორგი გაბუნიას მკვლელობა ვერ განხორციელდა და ვისაც ეს დანაშაული შეიძლება ჩაედინა, დაკავებულია, ეს მისასალმებელია და ამის არაღნიშვნა არის გამორიცხული. მაგრამ ძალიან ბევრი კითხვაა, რომ ის დაიჭირეს არა ამ შესაძლო ქმედების გამო, არამედ რაღაც გაყალბების გამო," - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს.

მისი თქმით, რომ არა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ასეთი მასშტაბის საქმეზე ხელისუფლების შესაბამისი უწყებები ინფორმაციის გავრცელებას არ აპირებდნენ, თუმცა განსხვავებით ამ შემთხვევისგან, როცა მათ ინტერესში იყო, "ციანიდის საქმეზე" ჯერ კიდევ დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელეს.

დღის ამბები