28 აპრილი 2024,   10:26
ვრცლად
აშშ-ის მიერ მსოფლიოში გახსნილი ბიოლაბორატორიების საქმიანობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს - დმიტრი მედვედევი

რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დმიტრი მედვედევის განცხადებით მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გახსნილი ბიოლაბორატორიების საქმიანობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს. ეს მოსაზრება დმიტრი მედვედევმა გამოთქვა სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში "რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში".

როგორც რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, ეჭვების გაჩენის შემთხვევაში საერთაშორისო დაძაბულობა შესაძლოა არა ჰიბრიდულ, არამედ სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს.

დღის ამბები