28 აპრილი 2024,   09:20
ვრცლად
სამი ინფიცირებულიდან ერთ-ერთი დიდუბის ბაზარში მუშაობდა

საქართველოში სამი ახალი ინფიცირებულიდან, ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული, რომელიც სოფელ ყარაჯალადან არის, შუახნის ქალბატონია. ის, დიდუბის ბაზარში მუშაობდა. 

შუახნის ქალმა თელავის საავადმყოფოს მიმართა მაღალი ტემპერატურის გამო, შემდეგ კი პისიარ ტესტი ჩაუტარდა და კოვიდინფექცია დაუდასტურდა.

ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 7 ადამიანი.

​​

დღის ამბები