28 აპრილი 2024,   00:28
ვრცლად
სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ ოპოზიციაში თუ კენჭისყრაზე არ შემოვლენ - მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე

უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გიორგი რურუა გაცილებით უკეთესად ხვდება, რომ  ოპოზიციონერები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციით ჩიხში შედიან.

მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციას სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს თუ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

"სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ ოპოზიციაში, თუ არ შემოვლენ. არ გამოვრიცხავ, რომ ისინი შეუერთდნენ არა ელჩების, არამედ მათი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერის, რურუას მოწოდებას, რომელმაც თქვა, რომ უნდა შევიდნენ და ხმა მისცენ კონსტიტუციურ ცვლილებებს, მგონი რურუა უკეთესად ხვდება, რა ჩიხში შედიან მისი თანაპარტიელები და თანამებრძოლები, ვიდრე თავად ის ადამიანები, რომლებიც უფრო ადეკვატურები უნდა იყვნენ და პარლამენტში მოდიოდნენ სასაუბროდ,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პირველ და მეორე კენჭისყრას კარგი შედეგი მოჰყვა.

"პირველ და მეორე კენჭისყრას კარგი შედეგი მოჰყვა. მე ვფიქრობ, მესამე კენჭისყრაში საერთოდ რომ არ დარჩნენ პროცესების მიღმა, ოპოზიცია გადაწყვეტს მონაწილეობის მიღებას და ამის გარკვეული წინაპირობა შექმნეს,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი და მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. ოპოზიცია კი კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლების შემდეგ აპირებს. ცვლილებების ძალაში შესასვლელად პარლამენტს ერთი - მესამე მოსმენით კენჭისყრა დარჩა ჩასატარებელი. 

დღის ამბები