28 აპრილი 2024,   08:32
ვრცლად
ჩვენ გერმანიის ელჩს ბოდიში მოვუხადეთ, ამ აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტის გამო - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების"  წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანიის ელჩის მიმართულებით შეურაცხმყოფელი განცხადებები, მიუღებელია.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა შექმნილი ვითარების გამო ბოდიში უკვე მოიხადა.

"ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, ამ აბსოლუტურად მიუღებელ ფაქტთან დაკავშირებით. ბოდიშიც მოვიხადეთ ამასთან დაკავშირებით.

თქვენ გახსოვთ, როგორი შეურაცხმყოფელი განცხადებები აკეთეს გიგა ბოკერიამ და მისმა მეუღლემ გერმანიის ელჩის მიმართულებით, რასაც მოჰყვა შალვა ნათელაშვილის გამოხმაურება, რომელმაც ზოგადად გერმანულ სახელმწიფოს და ქვეყანასაც მიაყენა შეურაცხყოფა, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები