28 აპრილი 2024,   04:35
ვრცლად
ფასილიტატორი ელჩების კიდევ ერთი მოწოდება - დიპლომატები მოუწოდებენ მხარეებს ჩაერთონ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეფორმების რეკომენდაციების შესრულებაში

ფასილიტატორი ელჩების კიდევ ერთი მოწოდება - საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ დიპლომატები მოუწოდებენ ყველა მხარეს ჩაერთონ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეფორმების რეკომენდაციების მიღებასა და შესრულებაში.

ერთობლივ განცხადებაში ელჩები გამოთქვამენ წუხილს, რომ განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. 8 მარტის შეთანხმებაში მონაწილეების თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდას.

განცხადება გაავრცელეს ევროსაბჭოს თანამომხსენებლებმაც. მათთვისაც სამწუხაროა, რომ პოლიტიკური შეთანხმების შედეგად, არ მოხდა უფრო ნაკლებად დაძაბული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს შექმნა.

"ვწუხვართ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში.

ამჯერად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩაერთონ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეფორმების რეკომენდაციების მიღებასა და შესრულებაში. ეს უაღრესად საჭირო რეფორმები ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საარჩევნო ყუთებთან ხმის თავისუფლად მიცემას.

8 მარტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ისეთი ქმედებების მოგვარებას, რაც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოსა და საარჩევნო პროცესების უმართებულო პოლიტიზაცია, კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაკვირვებას, განსაკუთრებით, ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში.

დაბოლოს, გვსურს, ყველა მხარემ პატივი სცეს ჩვენს, როგორც ამ პროცესში ჩართული ფასილიტატორების როლსა და კეთილსინდისიერებას," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები