28 აპრილი 2024,   07:18
ვრცლად
პარტია, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40,54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ უკვე ცნობილია პრინციპი, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და მეათე მოწვევის პარლამენტი დაკომპლექტდება. 

1. მე-10 მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება. არჩევნები 1%-ანი ბარიერით ჩატარდება 

2. საკონსტიტუციო ცვლილება ე.წ. 40 %-იან ჩამკეტ მექანიზმსაც გულისხმობს. კერძოდ: პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40,54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს

3. დგინდება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების მარჟა, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან მოაკლდება და თანმიმდევრულად გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. 

4. საარჩევნო ბლოკებს, იმდენ პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ, რამდენი პარტიაც ბლოკში იქნება გაერთიანებული.

5. განსაზღვრულია გაუნაწილებელი მანდატების საკითხიც - ისინი უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე თანამიმდევრულად განაწილდება. 

6. საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 30 ერთ მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება. 

7. თბილისი: მთაწმინდა-კრწანისი, ვაკე-საბურთალო, ისანი, სამგორი, დიდუბე-ჩუღურეთი, გლდანი, ნაძალადევი.

რაც შეეხება რეგიონებს, ოლქების გადანაწილება ასეთია - კახეთში 2 ოლქი , ქვემო ქართლში - 3, შიდა ქართლში - 2 , მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე ჯავახეთი - 2, გურია - 1, სამეგრელო - 3, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი - 1, იმერეთი - 4, აჭარა - 3.

დღის ამბები