10 მაისი 2024,   16:41
ვრცლად
აიშვარია რაი COVID-19-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულია - კორონავირუსი ცნობილი ინდოელი მსახიობების ოჯახში

ცნობილი ინდოელი მსახიობი, "მის მსოფლიო-1994" აიშვარია რაი COVID-19-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულია. ის მუმბაის საავადმყოფოში მკურნალობს. აიშვარია რაის სა მის შვილს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდათ. აიშვარია რაისა და მის შვილთან ერთად საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობას გადის მისი ქმარი აბჰიშეკ ბაჩჩანი და მამამთილი ამიტაბჰ ბაჩჩანი. რომლებიც ასევე ცნობილი მსახიობები არიან.

ინდოეთში კორონავირუსის სტატისტიკა მზარდია. ბოლო 24 საათში ვირუსი 34 820 ადამიანს დაუდგინდა. შემთხვევების საერთო რაოდენობა მილიონს აჭარბებს. ამ ეტაპზე გარდაცვლილია 26 347 ადამიანი.

დღის ამბები