10 მაისი 2024,   15:58
ვრცლად
საპატრიარქოსთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება - ასეთი განცხადებები უბრალოდ გამაოგნებელია - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. პრემიერის თქმით, ზურაბიშვილის განცხადება საპატრიარქოზე, ყველაზე მეტად, სწორედ პრეზიდენტის იმიჯს აზიანებს.

"კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება იმ განცხადებაზე, რომელიც ზურაბიშვილმა გააკეთა საპატრიარქოზე. უბრალოდ, გამაოგნებელია ასეთი განცხადებები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საკუთარ იმიჯს აზიანებს ასეთი განცხადებებით," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

"როგორია საქართველოს ეკლესიის როლი მიმდინარე პროცესებში და ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ ეკლესია ქვეყანაში "რუსეთის რბილ ძალას" წარმოადგენს?"- ეს კითხვა საქართველოს პრეზიდენტს დიდ ბრიტანეთში, ჩეთემ ჰაუსში გამოსვლისას დაუსვეს. პასუხის დროს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის სისუსტეს ახსენებს და იმედს გამოთქვამს, რომ ეკლესია მოახერხებს არა პრორუსის, არამედ პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას.

დღის ამბები