10 მაისი 2024,   17:56
ვრცლად
"უპასუხონ ხალხს, რატომ არის სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში ბევრად იაფი პირველადი მოხმარების პროდუქტები, ვიდრე საქართველოში" - ლევან ხაბეიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამჯერად ურეკში ჩავიდა. ლევან ხაბეიშვილმა გამარჯვების კოალიციის ეკონომიკური ხედვა წარადგინა და კვლავ სურსათის ფასებზე ისაუბრა.

"ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქეს ეშინია მაღაზიაში, მარკეტში, ბაზარში შესვლის. ამიტომ, მნიშვნელოვანი შეკითხვა გვაქვს ხელისუფლებასთან - უპასუხონ ხალხს და საზოგადოებას, რატომ არის, რომ სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში ბევრად იაფია პირველადი მოხმარების პროდუქტები, ვიდრე საქართველოში.

როგორ მოხდა, რომ 32 ლარს რომ იხდიდა საქართველოს მოქალაქე კალათში 2012 წელს, ახლა უნდა გადაიხადოს 74 და რამ მოუმატა ამის საფასური ქართველ ხალხს, რომ მაღაზიაში ერთი შესვლა 42 ლარით უფრო მეტი უჯდება," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები