09 მაისი 2024,   09:17
ვრცლად
სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი - იენს სტოლტენბერგი

"სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთის ქმედებები უკრაინასა და საქართველოში უკანონოა.

იენს სტოლტენბერგმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზეც.

"სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი. NATO აგრძელებს რუსეთისადმი მოწოდებას, რომ გაიწვიოს საქართველოს ძირძველი ტერიტორიიდან [ჯარები], მოახდინოს დეოკუპირება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აქტივობები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აბსოლუტურად უკანონა, ეს არ არის სამართლიანია. არც არჩევნები იყო თავისუფალი რუსეთში, ესეც შემიძლია ვთქვათ. რუსეთის აწარმოებს იმპერიალისტურ მისწრაფებებს და უკრაინა ამ სიტუაციაში იმყოფება, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა.

NATO-ს მოკავშირეები 99% მხარდაჭერას უწევენ უკრაინას, სამხედრო თვალსაზრისით და პარტნიორები ძალიან დიდ როლს თამაშობენ. მივესალმები იმას, რომ საქართველოში ათასობით უკრაინელი იმყოფება თავშესაფრის მაძიებლად და ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას იღებენ. მოვუწოდებთ რუსეთს, რომ ეს მოვლენები შეწყვიტოს.

შავი ზღვის უსაფრთხოება არის აქტუალური საკითხი საქართველოსთვის ისევე როგორც NATO-თვის. რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება, პრინციპში, არის შეფერხებული. ჩვენი მხარდაჭერით ზიანდება რუსეთის დიდი ფლოტი შავ ზღვაზე. უკრაინის წარმატებამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ეკონომიკა გაიზარდოს და გლობალური სურსათის მიწოდების ჯაჭვში მოხდეს აღდგენა", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები