28 აპრილი 2024,   03:19
ვრცლად
ქობულეთში, ნაცნობს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 47 წლის მამაკაცი

პოლიციამ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ქობულეთში, 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა. დაკავებულია 47 წლის მამაკაცი, რომელიც წარსულშიც ნასამართლევი იყო.

უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ქობულეთში, 1 პირი დააკავეს. 47 წლის მამაკაცი, რომელიც წარსულში ნასამართლევია, პოლიციამ ცხელ კვალზე აიყვანა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქობულეთში, ნაცნობს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ფაქტი უთანხმოების ნიადაგზე მოხდა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10 -დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები