28 აპრილი 2024,   03:05
ვრცლად
ქობულეთში მამაკაცი მოკლეს - შემთხვევა ქალაქის ცენტრში მოხდა

ქობულეთში, გუშინ ღამით ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, მათ გასროლის ხმა გაიგონეს, თუმცა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ახალგაზრდა მამაკაცი ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში თვითდინებით შევიდა. საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, მას ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, რის შედეგად შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები