28 აპრილი 2024,   06:33
ვრცლად
მეზობელი ქალის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული მამაკაცის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

მეზობელი ქალის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული მამაკაცის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. მას ბრალად ედება 27 წლის ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, ქალს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა.

დაჭრილს კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. დაკავებულს კი 10-იდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები