28 აპრილი 2024,   03:05
ვრცლად
მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტის საქმეზე ერთი ოჯახის 3 წევრი დააკავეს

მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტის საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავეს, სამივე ერთი ოჯახის წევრია. ისინი იმ მანქანის უკანასკნელი მფლობელები იყვნენ, რომელიც თავდამხმელებმა გაქცევისთვის გამოიყენეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი პოლიციას თავად ჩაბარდა მას შემდეგ, რაც თავდასხმის შესახებ შეიტყვეს, თუმცა ტერაქტში მონაწილეობას არ აღიარებენ.

შეგახსენებთ "კროკუს სიტი ჰოლში" მომხდარ ტერაქტს 139 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვებიც.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ცნობილია, რომ დანაშაული მოსკოვში რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს. რუსეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ მომხდარი "ნეონაცისტური კიევის რეჟიმთან" იყოს დაკავშირებული.

 

დღის ამბები