27 აპრილი 2024,   12:13
ვრცლად
The Wall Street Journal: "რუსეთმა, დასავლეთის დახმარებით, ფეთქებადი ნივთიერების იმპორტი გააორმაგა"

ამერიკული, გერმანული და ტაივანური კომპანიები აწარმოებენ ნიტროცელულოზას (აზოტისა ცელულოზას ნაზავი), რომლის დიდი ნაწილი, სანქციების მიუხედავად, რუსეთში იგზავნება - ამის შესახებ სტატიას გავლენიანი გამოცემა The Wall Street Journal-ი აქვეყნებს.

"ვაჭრობის მონაცემების თანახმად, რუსეთმა, აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში დაფუძნებული კომპანიებისგან, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, გაზარდა ასაფეთქებელი ნივთიერების იმპორტი, რომელიც კრიტიკულია საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებისთვის.

ნიტროცელულოზა აალებადი ბამბის პროდუქტია, რომელიც დენთისა და სარაკეტო საწვავის წარმოებაში გამოიყენება.

მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აწარმოებს ნიტროცელულოზას, რადგან მისი პირველადი გამოყენება არის საბრძოლო მასალა და ექვემდებარება საერთაშორისო სავაჭრო შეზღუდვებს.

ჩინეთმა გაზარდა ნაერთის მიწოდება რუსეთში აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ფონზე, მაგრამ კომპანიები აშშ-დან, გერმანიიდან და ტაივანიდან ასევე არიან მათ შორის, ვინც აწვდის ნიტროცელულოზას რუსეთს ბოლო ორი წლის განმავლობაში, ვაჭრობის მონაცემების მიხედვით“, - წერს The Wall Street Journal-ი.

დღის ამბები